თბილისი (GBC) - 24 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 117 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.400 პროცენტით, მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.511პროცენტით განისაზღვრა.